ანტონ ჩეხოვი
ქალი ძაღლით
რეჟისორი: ლევან წულაძე
ლევან წულაძის სპექტაკლი – ელეგია. ჩუმი, შეფარული და მოკრძალებული ჰიმნი ჩვენს ადამიანურ სისუსტეებზე: ცოლ-ქმრულ ღალატზე, წამიერ გატაცებაზე, რომელიც თურმე მთელი ცხოვრება თან გდევს. ადამიანები და თოჯინები, მომხიბვლელი არსებები საკუთარი ტკივილითა და სიხარულით. ამბავი ერთი ჩვეულებრივი საკურორტო რომანისა, რომელიც ლევან წულაძის სპექტაკლში არაჩვეულებრივ სახეს იძენს და არაჩვეულებრივად ვითარდება.