მცირე სცენა
ტრეინინგები და სემინარები:
22 ნოემბერი 11:00 საათზე. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
”რა სურს მაყურებელს”- სემინარი როჯე მაკკენთან (დიდი ბრიტანეთი)-შემსურლებლობითი ხელოვნების მენეჯერსა და თეორეტიკოსთან. სემინარის მიზანია-შემსრულებლით ხელოვნებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის საკითხებზე მსჯელობა და გამოცდილების გაცვლა. სემინარზე მიწყვეულნი არიან სხვადასხვა თეატრების მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები. აუდიტორია ცვალებადია, დრო ცვალებადია, თეატრი ცვალებადია-როგორ აღვიქვამთ ჩვენ აუდიტორიას, როგორ ვმუშაობთ, რას ვთავაზობთ მაყურებელს.
ინგლისური ენაზე-ქართული თარგმანით
მარჯანიშვილის თეატრის სარეპეტიციო დარბაზი.
23 ნოემბერი, მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ( სარეპეტიციო დარბაზი.)
12:00-16:00
იმროვიზაცია და მსახიობის ოსტატობა-სემინარი ევდოკიმოს ცოლაკიდისთან (საბერძნეთი)
სტუქტურული იმროვიზაცია და სამსახიობო ვარჯიშები შემსრულებლობითი უნარების განვითარებისათვის. ეს იმროვიზაციები ჩერჩეულია ვერბალური და ხატოვანი მოქნილობის და მსახიობის რეალობის გრძნობის ასამაღლებლად. სტუდენტს აგრეთვე ექნება საქმე იპროვიზაციის ძირითად ელემენტებთან.ვარჯიშები ანვითარებენ შემოქმედებით წარმოსახვას, მიზნების ანალიზს, მთლიანობაში სცენის და ერთიმეორის როგორც მსახიობების მიმართ პასუხისმგებლობას. სტუდენტები იმუშავებენ საგნის ვარჯიშებზე, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული სასცენო მუშაობაში ან მონოლოგებში პერსონაჟთან სპეციფიკური და დეტალური გაიჰივების მისაგნებად. ვარჯიშის მიზანია, ფართო სამსახიობო და სარეჟისორო პრობლემების თავის გართმევა და სიმართლის საკუთარი გრძნობის აღმოჩენა და მუშაობის დაწყება.
ევდოკიმოს ცოლაკიდისი (საბერძნეთი) მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად საბერძნეთში და საზღვარგარეთ, ოც წელიწადზე მეტი, მუშაობდა როგოც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დრამაზე. უკანასკნელი თერთმეტი წლის განმავლობაში იგი ასწავლის იმროვიზაციას, მსახიობობას და სამსახიობო ტექნიკას სხვადასხვა დრამატულ სასწავლებელში. გამოაქვეყნა წიგნი ”მსახიობობა” (გამომცემლონა koan) იგი ცვლილებათა თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. www.toc.gr
კოტე მარჯანიშვილის თეატრის და შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი
1, 2, 3 დეკემბერი მარჯანიშვილის თეატრი
თანამედროვე გერმანული და შვეიცარული პიესების კითხვა-ქართველი რეჟისორების და მსახიობების შესრულებით.
საქართველოს ქართულ-გერმანული საზოგადოების, გერმანიის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტის და შვეიცარიის საელჩოს ერთობლივი პროექტი.
საიუბილეო საზეიმო ღონისძიებებისათვის ჩვენ მოვიწვიეთ თეატრალური მოღვაწეები დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან, რათა გაიცნონ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები და ვუჩვენოთ წარმოდგენები. ვიმსჯელოთ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და შევქმნათ ახალი სამუშაო ურთიერთობა.