28 აგვისტო - 2 სექტემბერი მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით
„ქალი ძაღლით“ გაემგზავრება
კასტელდეიმონდის საერთაშორისო
თეატრალურ ფესტივალზე ( ანდრია, იტალია ).
სპექტაკლი გაიმართება 30 აგვისტოს. http://www.casteldeimondi.com/index.php
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
კონკურსი ფართის ქირით გაცემის შესახებ
პირობები :
ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი: მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
იჯარის საგანი: 220 მ2 ფართი - სარდაფი და შიდა ეზო ობიექტის დახასიათება: სარდაფი და პირველის სარდთულის შიდა ეზო პატარა ოთახით
• იჯარა: არანაკლებ 1400 ლარისა თვეში • დამოუკიდებელი კომუნალური გადასახადები • მიზანი: თეატრალური კაფე რესტორნის წარმოება • დასახელება: კაფე “მარჯანოვი “
განცხადების მიღების დასასრული: 5 ივნისი კონკურსში მონაწილეთა კონვერტების გახნსა: 6 ივნისი, მარჯანიშვილის თეატრი, 12 საათი
ბე-ს ოდენობა: 500 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მარჯანიშვილის 8, ტელ: 95 40 01 საკონტაქტო პირი: გულისა ბაინდუროვა, რეგისტრატორი ტელ: 95 40 01 განცხადის ჩაბარებისას მიიღებთ განაცხადის რეგისტრაციის მოწმობას.
www.marjanishvili.com
ქონება შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
კონკურსის შედეგებს განსაზღვრავს 5 ადამიანისაგან შემდგარი კომისია (დანიშნული თეატრის შიდა ადმინისტრაციული აქტით)
დამატებითი ინფორმაცია: + 995 32 95 40 01
ბრძანება საკონკურსო კომისიის შესახებ
კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულის გამოვლენისათვის გთხოვთ გამოყოთ კომისია შემდეგი შემადგენლობით:
• ეკა მაზმიშვილი • ლევან წულაძე • არჩილ დვალიშვილი • მაია კვიტაიშვილი • მზია სხირტლაძე
24 მაისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტის,
საწელმწიფო პრემიის ლაურეატის გიორგი შავგულიძის დაბადებიდან
100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
მონაწილეობა მიიღეს: თამარ სხირტლაძემ, გივი ბერიკაშვილმა, ნატა მურვანიძემ, ”ცისფერმა ტრიომ” , ”ფორტემ” , ”სუხიშვილებმა” , ”თითების თეატრმა” , ზურა ბერიკაშვილმა , ვასილ კიკნაძემ , გიგა ლორთქიფანიძემ, გოგი დოლიძემ, გოგი ქავთარაძემ , ჯანსუღ ჩარკვიანმა და სხვ.
საღამოს გაუძღვნენ იუბილარის შვილიშვილი ქეთევან შავგულიძე და მსახიობი გია ბურჯანაძე.
რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
17 მაისი 2010 წელი
საქველმოქმედო
აქცია- კონცერტი
”გაიღე ზარი სიცოცხლისათვის.”
დარეკეთ ჯეოსელიდან და ბილაინიდან ნომერზე 700 596
ან გადარიცხეთ თანხა შემდეგ ანგარიშის ნომერზე :
TBC Bank 202 360 101 000 57
9 - 13 მაისი
მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით
„ქალი ძაღლით“
გაემგზავრა შავი ზღვის საერთაშორისო
თეატრალურ ფესტივალზე ტრაბზონში.
სპექტაკლი გაიმართა 11 მაისს.
http://www.trabzondt.gov.tr/
პიესების კონკურსი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსების დღიდან ხელს უწყობდა თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას. მარჯანიშვილის თეატრი ცდილობს გააგძელოს მისი დამარსებლის ტრადიცია-ხელი შეუწყოს თანამედროვე დრამატურგიის დამკვიდრებას ქართულ სცენაზე. პიესები უშუალოდ თეატრისათვის იწერება და მის პოპულარიზაციას მეტწილად თეატრი განაპირობებს. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი აცხადებს პიესების კონკურსს:
წლევანდელი კონკურსის თემაა: ცნობილი ლიტერატურული ნაცარმოების (ანტიკური ხანა, აღორძინების ხანა, რომანტიზმი) ადაბტაცია-რეცეფცია
• კონკურსი გაიმართება ყოველწლიურად და შესაბამისად ყველწლიურადვე გამოცხადდება საკონკურსო თემა.
• გამარჯვებული პიესა დაჯილდოვდება 3000 ლარით
• პიესა დადგმული იქნება მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე
• პიესა შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის, არ უნდა იყოს გამოყენებული და დადგმული
• საკონკურსო პიესების ჩაბარება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 10 სექტმბრისა.
• გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდება თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. (26 სექტემბერი 10 ოქტომბერი)
გამარჯვბულს გამოავლენს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო საბჭო.
პიესების ჩაბარება უნდა მოხდეს მარჯანიშვილის თეატრში ( ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია)
მისამართი მარჯანიშვილის 8 ტელეფონი: 95 35 82 საკონტაქტო პირი თამუნა ლალიაშვილი tamuna@marjanishvili.ge
პრემიერა დიდ სცენაზე 10, 11, 13, 16 აპრილი ილია ჭავჭავაძის მიხედვით ლუარსაბ თათქარიძე რეჟისორი გიზო ჟორდანია მხატვარი შმაგი სავანელი კოსტიუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი ქორეოგრაფი გია მარღანია მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის კონცერტმაისტერი ნინო ბაგრატიშვილი არანჟირება ოთარ ყუფუნია რეჟისორის ასისტენტი ნათელა შალიკაშვილი
მონაწილეობენ:
დავით დვალიშვილი, ქეთი ჩხეიძე, გოჩა კაპანაძე, ონისე ონიანი, დავით ხურცილავა, ქეთევან გეგეშიძე, მანანა კოზაკოვა, ქეთევან ცხაკაია.
ასევე მონაწილეობენ საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: პაატა ინაური, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შიშინაშვილი, ეკატერინე კალატოზიშვილი, თაკო კანდელაკი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ანა წერეთელი, ია ჭილაია, თამარ ხურცილავა, თათა ხუსკივაძე.
პრემიერა სხვენში 31 მარტი 1, 2, 3 აპრილი დასაწყისი 20:00 საათზე
”ტანგო ნაბიჭვართან” ინსცენირების ავტორები ქეთევან ხარშილაძე, გურამ ვაშაკიძე ხუთი ნოველა როსმარ ზიბარტის, მარგარეტ დრებლის, მაკა ხარშილაძე, გაბრიელ არუს, თენეს უილიამსის ნაწარმოებების მიხედვით
დამდგმელი რეჟისორები ქეთევან ხარშილაძე, გურამ ვაშაკიძე დამდგმელი მხატვარი და ქორეოგრაფი ნინო კიტია რეჟისორის ასისტენტი ლია მამიაშვილი
მონაწილეობენ: კოტე თოლორდავა, ია შუღლიაშვილი, ეკა ნიჟარაძე, ლილე ფილფანი, ნინო გომართელი, ნინო დუმბაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, ნიკუშა ჩიქოვანი, ლევან გელბახიანი.
მარჯანიშვილის თეატრის პრესასთან ურთიერთობის კოორდინატორი თამუნა ლალიაშვილი ტელ: 874 77 11 71 tamuna@marjanishvili.ge
მიყვარხარ იმიტომ რომ უნდა მიყვარდე.
ტანგო ნაბიჭვართან არის კონფლიქტებში მოთხრობილი სიყვარულის ახსნა. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ამოუცნობი და იდუმალია, კონფლიქტი, გაუგებრობა, განშორება, ღალატი და მოულოდნელი პატიება, მათი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. 5 დრამატურგის ერთაქტიანი პიესები გაერთიანებული ამ თემის ირგვლივ და ანატომირებას უკეთებს ქალსა და მამაკაცს შორის დაბადებულ სიყვარულს. ყველაზე რთული რისი თქმაც მათ უჭირთ ერთმანეთისათვის არის-”მე შენ მიყვარხარ”
27 მარტი 18:00 საათზე ეტიუდების ფესტივალი
თეატრის საერთაშორისო დღეს 27 მარტს - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქალაქ თბილისის მერია გიწვევთ ეტიუდების ფესტივალზე. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება მარჯანიშვილის თეატრში და წელს მის ორგანიზებაში ქალაქ თბილისის მერიაც ჩაერთო.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტები. დრამისა და კინოს მსახიობებს კი შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში. ჟიურის წევრები არიან რეჟისორები გიორგი მარგველაშვილი და დათო დოიაშვილი, თეატრმცოდნე გიორგი ცქიტიშვილი, მსახიობები გივი ბერიკაშვილი და ბაია დვალიშვილი.
ფესტივალზე გამოვლინდება გამარჯვებული 4 ნომინაციაში: • გრან პრი • საუკეთესო რეჟისურა • საუკეთესო შემსრულებელი გოგო • საუკეთესო შემსრულებელი ბიჭი
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი, ტრადიციისამებრ დააჯილდოვებს გამარჯვებულებს ფულადი პრემიებით.
ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.
9 პიესა ომზე
მარჯანიშვილის თეატრში (სხვენში) 1 და 2 მარტს წაკითხულ იქნება 9ქართველი მწერლის ”9 პიესა ომზე”. პიესების კითხვას მოჰყვება დისკუსია თემაზე ”ომი და ჩვენ”. დისკუსიას თავად დრამატურგები გაუძღვებიან საუბარში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მაყურებლებსაც.
ომზე დაწერილი პიესების ავტორები გახლავთ: დათო ტურაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, მანანა დოიაშვილი, ნესტან კვინიკაძე, თამარ ბართაია, სანდრო კაკულია, ბასა ჯანიკაშვილი, ლიკა მოლარიშვილი, ლაშა ბუღაძე.
პიესების კითხვაში მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის თეტრის მსახიობები. კითხვებს წარმოადგენენ რეჟისორები-ლევან წულაძე, დიმიტრო ხვთისიაშვილი, ნინო შოთაძე.
”9პიესა ომზე” დაიწერა პროექტისთვის რომელსაც პერსპექტივაში თანამედროვე რუსი ავტორებიც შეუერთდებიან.
პროექტის იდეის ავტორი კრიტიკოსი და მთარგმნელი მაია მამალაძეა.
”9 პიესა ომზე” არ გახლავთ მხოლოდ ”ესთეტიგური პროდუქტი”-ეს სოციალური პროექტია.
მარჯანიშვილის თეატრი 16, 19, 20 და 23 თებერვალს წარმოგიდგენთ პრემიერას “ონეგინი” (ალექსანდრე პუშკინის მიხედვით)დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი და ქორეოგრაფი - ირინა გაჩეჩილაძე (თეატრალური ხელოვნების მაგისტრი, გიტისი, მოსკოვი)ფონდ “რედლაბ”-ის პროექტი
პუშკინის “ევგენი ონეგინის” დრამატულ სასცენო ვერსიას პრეცენდენტი არა აქვს, არსებობს მხოლოდ მის საფუძველზე დაწერილი ოპერა და კინოვერსიები.სპექტაკლში ყველა გმირი სტილიზებული “მატრიოშკის” ფორმითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ “ონეგინის” თეატრალური თამაშის ხერხი ნოვატორული და განსხვავებულია. სცენაზე დეკორაციას კოსტუმები და გახმოვანება წარმოადგენს.სპექტაკლის ხანგრძლიობა 1 საათია.ირინა გაჩეჩილაძეს აქვს გადაღებული 5 ფილმი, აგრეთვე დადგმული აქვს 2 სპექტაკლი და ერთი ოპერა - მოცარტის “დონ ჟუანი” (ოპერის პრემიერა გაიმართა 2009 წლის 31 ივლისს ერევნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში).სპექტაკლის მთავარი სპონსორები არიან საქართველოს ლატარიის კომპანია და ლოტო. ასევე თი-ბი-სი ბანკი.სპექტაკლში გამოყენებულია “ევგენი ონეგინის” გრიგოლ ცეცხლაძის და ოთარ ჭელიძის პოეტური თარგმანები, ხოლო კომპილაცია სპექტაკლის შესაქმნელად ეკუთვნის ბესო ხვედელიძეს. Aსპექტაკლში ასევე გამოყენებულია პუშკინის პოეზია ორიგინალში.
13 თებერვალს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა ქალბატონ თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი
13, 14, 17, 26 თებერვალს პრემიერა ალეხანდრო კასონას ”ხეები ზეზეურად კვდებიან” მიხედვით ეუხენა ბალბოა რეჟისორები ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
ალეჰანდრო კასონას პიესა “ხეები ზეზეურად კვდებიან” მარჯანიშვილის თეატრის აფიშაზე პირველად 1956-57 წლების სეზონში გამოჩნდა.სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე და თენგიზ კანდინაშვილი. მხატვარი ფარნაოზ ლაპიაშვილი, კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე. პრემიერა 1957 წლის 26 თებერვალს შედგა.
სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ეუხენა), ალექსანდრე ომიაძე (ბალბოა), მედეა ჯაფარიძე (მარტა), ედიშერ მაღალაშვილი (დირექტორი), გიორგი შავგულიძე (მაურისიო) და სხვები. სპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად, განსაკუთრებით კი, ვერიკო ანჯაფარიძის ბებია ეუხენას. ცნობილი მსახიობი ფაინა რანევსკაია წერდა: “- რა სინდისი უნდა მქონდეს, მე კიდევ ვითამაშო ბებია... მე აღარ ვითამაშებ მას! ის თქვენ გეკუთვნით!” თოთხმეტი სეზონი ამშვენებდა ეს სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარს. გაიმართა ხუთასზე მეტი წარმოდგენა......
ნახევარი საუკუნის შემდეგ თეატრი კვლავ მიუბრუნდა ა.კასონას ამ ნაწარმოებს, ოღონდ ამჯერად ადაპტირებული ვერსიით, რომელიც სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორებს ლევან წულაძესა და დიმიტრი ხვთისიაშვილს ეკუთვნით. პიესის პირველწყაროდან ფაქტობრივად მხოლოდ სიუჟეტური ქარგა დარჩა, წარმოდგენამ - მიუხედავად იმისა, რომ პიესის ერთგვარი რომანტიკულ-სტილიზებული პათოსი სპექტაკლშიც შენარჩუნებულია - მაინც შეიძინა ელფერი. ამ პიესის არჩევა კი განაპირობა საქართველოს სახალხო არტისტის, ორგზის სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატის, ქალბატონი თამარ სხირტლაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავმა. ამ ორ დადგმას შორის საერთო არაფერია, მსგავსება კი ძალიან ბევრი: უპირველესად ის, რომ ორივე შემთხვევაში ეს პიესა მსახიობი ქალის საბენეფისოდ განხორციელდა, ორივე სპექტაკლებს ორ-ორი რეჟისორი აწერს ხელს და ორივე სპექტაკლში ძალიან სერიოზული აქტიორული ძალებია იყვნენ და არიან თავმოყრილნი.
ვიმედოვნებთ, რომ “ეუხენა ბალბოაც” ისეთივე პოპულარული და საყვარელი სპექტაკლი გახდება ქართველი მაყურებლისათვის, როგორიც ამ პიესის პირველი სცენიური ვერსია.