18 ნოემბერს მსახიობ კოტე მახარაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მარჯანიშვილის თეატრი ლეგენდარულ სპექტაკლ ”ურიელ აკოსტას” ითამაშებს.
კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულ შედევრებში ერთ–ერთი უპირველესია კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა". სპექტაკლი 1929 წელს დაიდაგა, მას შემდეგ თითქმის 82 წელი გავიდა, სპექტაკლი კი ისევ ცოცხლობს.კოტე მარჯანიშვილის რეჟისორული გადაწყვეტის და პეტრე ოცხელის მხატვრობის სრულმა ჰარმონიამ სცენაზე შექმნა მოდელი, რომლის სიცოცხლისუნარიანობამ თაობებს და წლებს გაუძლო. მეორე ასეთი მაგალითი სპექტაკლის სიცოცხლის ხანგრძლივობისა საქართველოში არ არსებობს.
„ურიელ აკოსტას“ პრემიერა 1929 წლის 2 თებერვალს შედგა. პირველ ლეგენდარულ სპექტაკლში, უდიდესი მსახიობები მონაწილეობდნენ, ურიელ აკოსტას– უშანგი ჩხეიძე, ხოლო ივდითს ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა.
1962 წელს ვერიკო ანჯაფარიძის მიერ აღდგენილ იქნა სპექტაკლი. განახლებულ ვარიანტში უშანგი ჩხეიძე პიერ კობახიძემ შეცვალა.
1972 წელს სპექტაკლი კვლავ განაახლა ვერიკო ანჯაფარიძემ. ივდითს–სოფიკო ჭიაურელი, ხოლო ურიელ აკოსტას კოტე მახარაძე ასრულებდნენ.
1991 წელს სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა სპექტაკლი.
ურიელ აკოსტა ითამაშა ზურა სტურუამ, ხოლო ივდითი– ნინო დუმბაძემ.
2006 წელს ქალბატონ სოფიკო ჭიაურელის ინიციატივით კვლავ მოხერხდა ამ ლეგენდარული სპექტაკლის აღდგენა. ამჯერად მაყურებლის წინაშე სპექტაკლს მსახიობთა უკვე მეოთხე თაობა წარადგენს.
ურიელ აკოსტას ნიკა თავაძე, ხოლო ივდითს ნატა მურვანიძე თამაშობს.
კარლ გუცკოვი
ტრაგედია სამ მოქმედებად
თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილისა
დადგმა კოტე მარჯანიშვილისა
აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
მხატვარი პეტრე ოცხელი
კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი
ქორეოგრაფი დავით მაჭავარიანი
სპექტაკლი აღადგინეს:
მხატვრებმა –შმაგი სავანელი, ანკა კალატოზიშვილი
ქორეოგრაფმა – გია მარღანია
რეჟისორის თანაშემწე – ნათელა შალიკაშვილი
მონაწილეობენ:
ურიელ აკოსტა– ნიკა თავაძე
ივდითი – ნატო მურვანიძე
დე–სილვა– დავით დვალიშვილი
დე–სანტოს– გივი ჩუგუაშვილი
ბენ–იოხაი– დიმიტრი ტატიშვილი
მანასე– მარლენ ეგუტია
ესთერი, ურიელის დედა– ნინო დუმბაძე
რუვიმი (ურიელის ძმა)– ზაზა იაქაშვილი
იოველი (ურიელის ძმა)– როლანდ ოქროპირიძე
ბენ–აკიბა – ლეო ანთაძე
ბარუხ სპინოზა– ნატო კახიძე
ვან–ებდენ– ზაზა გოგუაძე
მანასეს მსახური– ვაჟა კვიტაიშვილი
დე–სილვას მსახური– ივანე ოსაძე
რაბინები – კოტე თოლორაია, ვალერი კორშია, ონისე ონიანი, ივანე ოსაძე
მოცეკვავეები– ეკა ნიჟარაძე, მაია კაციტაძე, ირმა ბერიანიძე, ნიკა კუჭავა, ბექა გოდერძიშვილი, ჯაბა კილაძე
მესანთლეები –სოფო გრიგოლაშვილი, ლუკა კუჭუხიძე