ჩვენს ახალ თეატრალურ პროექტს ”კომბაინი” ქვია. ეს იქნება სპექტაკლი, სადაც აქტუალური თემებისა და პრობლემების კომბინირება, გადამუშავება და გაანალიზება მოხდება. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს თემები მხოლოდ თინეიჯერებისთვისაა საინტერესო, მაგრამ ”კომბაინი” არაა მარტო ახალგაზრდებისთვის - ამ პროექტში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს.
ამიტომ ყველას გთხოვთ, ჩაერთოთ ამ სპექტაკლის სიუჟეტის შექმნაში!!
კერძოდ რას გულისხმობს ეს ჩართვა: გამოგვიგზავნეთ ამ თემებთან დაკავშირებული ამბები, შთაბეჭდილებები, აზრები და შემოგვიერთდით კომბაინურ მუშაობაში.
თქვენ, თქვენი ამბებითა და აზრებით, ჩვენი სპექტაკლის თანამონაწილეები გახდებით!
აქვე გაცნობებთ, რომ სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძეა. სიუჟეტების შეგროვებაში მას რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე დაეხმარებიან.
ეს ადამიანები, ჩვენი გვერდის მოდერატორებთან ერთად, მუდმივად იქნებიან თქვენთან კონტაქტში!
გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ამ თემებზე:
• ემიგრაცია - გინდათ თუ არა სხვაგან ცხოვრება და რა არის ამის მიზეზი;
თქვენი პირველი და ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება, რომელიც უცხოეთში ჩასვლისას დაგრჩათ.
• გაუცხოება მშობლებთან - გქონიათ თუ არა კონფლიქტი მშობლებთან და რა მიზეზით?
• იდენტობის პრობლემა - რამდენად გრძნობთ თავს იმ საზოგადოების წევრად, რა საზოგადოებაშიც ცხოვრობთ - რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ ან არ მოგწონთ ამ საზოგადოებაში და რისი შეცვლა გინდათ; გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენი ვერ გაუგიათ და გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც უსამართლოდ აღმოჩენილხართ უმცირესობაში?
• გიგრძვნიათ თუ არა სკოლაში სწავლის დროს თავი დაჩაგრულად და რა მიზნით
• მოახდინა თუ არა თქვენმა პირველმა სექსუალურმა გამოცდილებამ გარკვეული გავლენა თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. იყო თუ არა ეს გამოცდილება დაკავშირებული რაიმე ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვასთან?
თქვენს მიერ მოწერილ ამბებს სცენაზე გადავიტანთ და მსახიობები, მუსიკოსები თუ სხვები ერთად აამუშავებენ თეატრალურ კომბაინს.
გახდით ახალი სპექატკლის ავტორები!
შეგახსენებთ: მათთვის, ვისაც გსურთ რომ ანონიმურობა იყოს დაცული, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი ისტორიები შემდეგ მეილზე:
combain@marjanishvili.com
რაც შეგიძლიათ რომ დაწეროთ საჯაროდ, ამავე ჯგუფში მოგვწერეთ, რადგან საჯარო დისკუსია და ცოხალი განხილვა ჩვენთვის უფრო საინტერესოა.