|
|
ხუთშაბათი, 10 ივლისი
მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 2007- 2008 წლის სეზონი დაიხურა. თეატრი მადლობას გიხდით თანადგომისათვის, ერთგულებისა და გულშემატკივრობისათვის მთელი სეზონის მანძილზე. გელით სექტემბრიდან და კარგ, ხალისიან დასვენებას გისურვებთ ! 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრი 80 წლის ხდება, ამიტომაც მომავალი თეატრალური სეზონი (2008 სექტემბერი – 2009 ივნისი) -- საიუბილეოა. საიუბილეო სეზონი 16 სექტემბერს გაიხსნება. 2008 წლიდან თეატრს ორი სცენა ექნება და სპექტაკლები პარალელურად გაიმართება დიდ - მთავარ სცენაზე და თეატრის ახალ სცენაზე სახელწოდებით “თეატრი სხვენში”. სეზონი სწორედ ახალი სცენის სპექტაკლებით გაიხსნება, ხოლო 23 სექტემბერს თეატრის დიდი სცენა გაიხსნება პრემიერით - “ხანუმა”, ავქსენტი ცაგარელი, რეჟისორი: ლევან წულაძე. თეატრის სალარო განახლდება და გაიხსნება 9 სექტემბრიდან, ხოლო თეატრის განახლებული ვებ-გვერდი უკვე 15 აგვისტოდან იმუშავებს. შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ ან შეიძინოთ ბილეთები პრემიერისათვის. საიუბილეო სეზონის პრემიერების გარდა, თეატრი 2008 წლის ნოემბერში გთავაზობთ საერთაშორისო ფორუმს თეატრალური “ვარსკვლავების” მონაწილეობით რუსეთიდან და ლიტვიდან. სრული ინფორმაცია საერთაშორისო ფორუმის შესახებ თეატრის საიტზე უკვე 15 აგვისტოს განთავსდება, ხოლო სპექტაკლებზე ბილეთების გაყიდვა 9 სექტემბრიდან, სეზონის გახსნისთანავე, დაიწყება. საიუბილეო პროექტებს შორის აგრეთვე მნიშვნელოვანია გამოცემები - თეატრის 80 წლის ისტორიის კატალოგი, თეატრის მუზეუმის კოლექციების კატალოგი და თეატრის ისტორიული ფოიეების აღდგენა. პატივისცემით მარჯანიშვილის თეატრის სახელით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელ: + 995 32 95 35 82 / www.marjanishvili.ge
|
ოთხშაბათი, 28 მაისი
4 ივნისიდან მარჯანიშვილის თეატრში რესტორანი “მარჯანოვ ექსპრესი” იტალიური სამზარეულო, ცოცხალი მუსიკა და კაბარე ყოველ პარასკევს და შაბათს მისამართი : მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ:+995 32 36 95 16 www.marjanoffexpress.ge marjanoffexpress@yahoo.com
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| აგვისტო 2008 |
| ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
| | | | 1 | 2 | 3 |
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|